“კვირიკაშვილის პრემიერად მოყვანა ნიშნავს, რომ ივანიშვილისთვის ქვეყანაზე მნიშვნელოვანი ბანკია”

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პოლიტიკურმა პარტნიორმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა "პირვე;ებში" განაცხადა.

"ივანიშვილთან მარტივი შეკითხვაა. ჩვენ გვახსოვს, რომ მან კვირიკაშვილი ბანკიდან გაუშვა. როცა ადამიანს ბანკიდან უშვებ, ესე იგი რაღაცა არ მოგწონს. ბანკიდან გაშვებული ადამიანი პრემიერმინისტრად რომ მოგყავს, ეს რაზე მეტყველებს ბანკი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქვეყანა! ეს არის მრუდე შეხედულება. სამწუხაროდ, ივანიშვილი პოლიტიკაში ბიზნესმენად დარჩა", – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად