“კვირიკაშვილის ძალისხმევით ანაკლიის პროექტი ქაღალდზე გაჩნდა, კარგად ესმოდა მისი სტრატეგიული მნიშვნელობა”

“კვირიკაშვილი არცერთი დღე არ იყო იმ გემოვნების, როგორიც მისი [ივანიშვილის] გემოვნების პრემიერები არიან. ეს აქვე ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“არც კვირიაკშვილის წინა პრემიერი და არც შემდეგი არ არის იმ გემოვნების, როგორიც გიორგი კვირიკაშვილია. ასე, რომ კვირიკაშვილი ამოვარდნილი იყო ივანიშვილის გემოვნებიდან. იცის საზოგადოებამ კვირიკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, ამიტომ ნამდვილად ვერ ჩავაყენებ მას ამ ადამიანების რიგში, რომლებიც მის წინ ან მის შემდეგ იყვნენ პრემიერად.

ჩემთვის ეს საკითხი გაცილებით მაღლა ადგას, ვიდრე რაიმე ტიპის შიდა პოლიტიკური ინტრიგა. განსაკუთრებით და პრინციპულად სწორედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ. ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაზე 2017 წელს, ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალურად გადავადდა. გიორგი კვირიკაშვილმა თავის თავზე აიღო ეს გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ რაიმე ტიპის შიდა პოლიტიკური პრობლემები ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ის ძალიან კარგად ხვდებოდა ამ პროექტი სტრატეგიულ მნიშვნელობას. მან იცოდა რა ტიპის რისკების წინაშე ვიდექით, ამიტომ აიღო ამ გადაწყვეტილების შესრულება და ამის შედეგად გადაწყვეტილება ბოლობოლო ქაღალზე მაინც გაჩნდა, ამის შემდეგ იწყება მეორე სერია ხელის შეშლების და ფეხის გამოდების”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად