კვიპროსში საბრძოლო მასალები აფეთქდა

კვიპროსში საბრძოლო მასალები აფეთქდა. გირნეს რეგიონის სამხედრო საწყობში მომხდარი ინციდენტის შესახებ CyprusMail-ი ავრცელებს.

პირველი აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. აფეთქებები დილის 05:00 საათამდე გაგრძელდა. როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აკინჯიმ დაადასტურა, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია 12 ადამიანი.

გამოცემის თანახმად, ახლომდებარე სასტუმრო Acapulco-დან და ახლომდებარე სახლებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ზოგიერთ კორპუსში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. Philenews წერს, რომ აფეთქების შემდეგ საწყობში ხანძარი გაჩნდა. აფეთქების ტალღამ 250 მეტრს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...