კვიპროსში კორონავირუსით ინფიცირების გავრცელების საშიშროება ექიმმა შექმნა

ინფორმაციას კვიპროსში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დადასტურების შესახებ პორტალი cyprus-mail ავრცელებს.

პორტალის ცნობით, კვიპროსის ჯანმრთელობის მინისტრმა კონსტანტონოს იოანუმ დღეს განაცხადა, რომ კვიპროსში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა.
 
ინფიცირებულია 25 წლის ახალგაზრდა ლიმასოლიდან და 64 წლის მამაკაცი ნიქოზიიდან.
 
მინისტრის თქმით, 25 წლის ახალგაზრდა მილანიდან 26 თებერვალს დაბრუნების აეროპორტში შემოწმების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, 5 მარტს განმეორებით გაირა შემოწმება და მას შემდეგ, რაც სიმპტომები დაუდგინდა, კვლავ თვითიზოლაციის რეჟიმში შევიდა.
 
64 წლის მამაკაცი, მედიცინის მუშაკი, დიდი ბრიტანეთიდან 3 მარტს დაბრუნდა. მას აეროპორტში შემოწმება არ გაუვლია, რადგან დიდი ბრიტანეთი რისკის ზონაში არ შედის, თავად თვითიზოლაციის რეჟიმში არ გადასულა და არც უცნობებია ექიმებისთვის დიდ ბრიტანეთში ყოფნის შესახებ. მეტიც, 3 დან 8 მარტამდე პერიოდში მას, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს, ჰქონდა კონტაქტები პაციენტებთან.
 
მინისტრი წუხილს გამოთქვამს, რომ ექიმმა მხოლოდ კვირას განაცხადა დიდ ბრიტანეთში ყოფნის შესახებ და ამის გამო ძალიან რთული იქნება ყველა იმ პიროვნების დადგენა, რომლებიც ექიმთან კონტაქტში იყვნენ.
 
კვიპროსში კორონავირისის ინფიცირების დაფიქსირების შემდეგ ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, თურქეთი, ყაზახეთი და კოსოვო დარჩა, სადაც ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად