კვიპროსის პრეზიდენტი: კვიპროსი გააძლიერებს საქართველოს დახასიათებას, როგორც დაცული სახელმწიფოსი

ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაკეთებული ერთობლივი განცხადებების ფარგლებში ბრძანა.

“ამ მოწვევამ შესაძლებლობა მომცა პირველად ვწვეოდი საქართველოს. ჩვენს ქვეყნებს მრავალწლოვანი ურთიერთობების ისტორია აქვთ. ჩვენი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, კულტურულ და რელიგიურ სარწმუნოებრივ ურთიერთობებზე არის დამყარებული. ჩვენი მიზანი ერთადერთია, რაც შეიძლება მეტად დავახლოვდეთ, რაც შეიძლება მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში.

ჩემი ვიზიტი საქართველოში მართლაც შეიძლება ისტორიულ ვიზიტად ჩაითვალოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების, ეკონომიკური და ინვესტიციური ურთიერთობების გაძლიერების საწყისი შეიძლება იყოს.

კვიპროსი გააძლიერებს საქართველოს დახასიათებას, როგორც დაცული სახელმწიფოსი. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კვიპროსზე ცხოვრობენ, ძალიან ავითარებენ კვიპროსს არამხოლოდ კულტურული მხრივ, არამედ ეკონომიკური გაძლიერების პროცესშიც ძალიან დიდ მონაწილეობას იღებენ.” – განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...