ამის შესახებ ინფორმაცია კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის საიტზე ვრცელდება
კვიპროსის მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა მხარი დაუჭირა კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომ II-ის გადაწყვეტილებას ლიტურგიის დროს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრად მიტროპოლიტ ეპიფანის (დუმენკო) მოხსენიების შესახებ.
კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია მეოთხე ავტოკეფალური ეკლესიაა კონსტანტინეპოლის, ელადის და ალექსანდრიის ეკლესიების შემდეგ, რომელმაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში სულ 14 ავტოკეფალური ეკლესია და ორი ავტოკეფალური სამიტროპოლოა:
1. კონსტანტინეპოლის;
2. ალექსანდრიის;
3. ანტიოქიის;
4. იერუსალიმის;
5. საქართველოს;
6. რუსეთის;
7. სერბეთის;
8. რუმინეთის;
9. ბულგარეთის;
10. კვიპროსის;
11. ელადის;
12. ალბანეთის;
13. პოლონეთის სამიტროპოლო;
14. ჩეხეთის და სლოვაკეთის სამიტროპოლო;
1. ამერიკის;
2. უკრაინის.