კვიპროსის ხელისუფლება, ტყის ხანძრების გამო, დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ყველაზე მასშტაბურია თანამედროვე კვიპროსის ისტორიაში. კვიპროსის ხელისუფლება დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთისა და ისრაელის ხელისუფლებებს დახმარების დაპირებისთვის. იუწყებიან, რომ იტალიაც გაგზავნის საგანგებო სახანძრო თვითმფრინავებს ცეცხლის ჩასაქრობად.

ევროკომისიის განცხადებით, იგი შეიმუშავებს კვიპროსის დახმარების გეგმას, მათ შორის სახანძრო თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობას.

ძლიერი ქარის ფონზე, ცეცხლი ვრცელდება კვიპროსის სამხრეთ ნაწილში, ლიმასოლის რეგიონში. რამდენიმე სოფლის ევაკუაცია უკვე მოახდინეს. დაზიანებულია ათობით სახლი. დაზარალებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ერთ კვირაზე მეტია კვიპროსში რეკორდული სიცხე ფიქსირდება, რომელიც 40 გრადუსს აჭარბებს.

კომენტარები
იტვირთება...