კვესიტაძე სააკაშვილს: 2020 წლის არჩევნებამდე, როგორ ფიქრობთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხილ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებაა, რის გამოც მოქმედმა ხელისუფლებამ 2020 წლის არჩევნებში არ უნდა გაიმარჯოს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამისთვის მუდმივი მუშაობა, ზეწოლა და მობილიზაციაა საჭირო.

-ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე-2020 წლის არჩევნებამდე, როგორ ფიქრობთ, თუნდაც ოპოზიციის გაერთიანებით სიტუაციის შეცვლას, ანუ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ამ შემთხვევაში, მოლდოვაში პლახატნიუკის პარტიამ ვერ მოახერხა მთავრობის ჩამოყალიბება, შეიქმნა კრიზისი, ამით ისარგებლა ორმა დაპირისპირებულმა, მაგრამ მაინც ოპიზიციურმა პარტიამ და ამ გზით მოხდა ცვლილება. საქართველოში რა მოცემულობა გვაქვს ისეთი, რომლითაც თუნდაც ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში, იგივე შედეგი დადგება. არანაირი მოცემულობა პარლამენტში ამისთის არ არსებობს.  

“მექანიზმი არის შემდეგი, ჩვენ ვახდენთ მობილიზაციას ადგილობრივი საბჭოების დონეზე და გადმოგვყავს ივანიშვილის პარტიიდან მაქსიმალური რაოდენობის ხალხი. ყველას უნდა გავუხსნათ გზა. ჩვენ ვახდენთ პარლამენტზე შემდგომ ზეწოლას და პარალმენტში ვინც არ უნდა გამოვიდეს, არ უნდა ვაგინოთ და ვლანძღოთ, პირიქით, დერეფანი უდა გავუკეთოთ და გამოვიყვანოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავაწვეთ სასამართლოებს, სადაც ახლა “შისტიორკებს” კიარა, “შისტიორკების შისტიორკებს” ნიშნავენ. ამაზე უნდა მოხდეს მუდმივი ზეწოლა. ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს. ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ზეწოლის მექანიზმი, რადგან ყველაფერ ამის გარეშე ჩვენ ქვეყანას უბრალოდ ვკარგავთ. რა თქმა უნდა, არჩევნებშიც უნდა მოხდეს ფართო გაერთიანება”.

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე-არჩევნებამდე როგორ არ უნდა მივიდეს საქმე ბატონო მიშა?

-“მოლდოვაშიც მოხდა ის, რომ  პლახატნიუკის პარტიის ნაწილი ადმოვიდა აქეთ მხარეს. სოციალისტები, რომლებიც ადრე ბოლომდე პლახატნიუკთან იყვნენ შეკრებილები, გადმოვიდნენ აქეთ და დემოკრატიული პარტიიდან ვეღარ მოხდა ხალხის ყიდვა, ისევე როგორც ლიბერალური პარტიიდან. ადრე პლახატნიუკი ხალხს ჩვეულებრივ ყიდულობდა, მან ძირითადი პარტია ორ ნაწილად გაყო: ფულით, მექანიზმებით, ინტრიგებით, სხვადასხვა ხრიკებით.

ჩვენ ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ. ივანიშვილი ყველაზე არაპოპულარულია, ყველაფერი ჩავარდნილია. საერთაშორისო პოლიტიკა სრული კატასტროფაა, მას უცხოეთში არცერთი მხრიდან მოკავშირეები პრაქტიკულად აღარ ჰყავს. ამ სიტუაციაში, ერთადერთი გზა არის ყოველდღიური ზეწოლა, ყოველდღიური მოქმედება.

პირდაპირ რომ ვილაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უიმედო იყო სანდრას (სანდრა რულოვსი) წასვლა ზუგდიდის არჩევნებში, ამანაც ძალიან დააზარალა. მთაწმინდაზე შავგულიძეს (შალვა შავგულიძე) ყველამ მხარი დაუჭირა, რა თქმა უნდა, წაიღებდნენ ამ არჩევნებს, მაგრამ ამანაც დააზარალა. წინასაპარეზიდენტო არჩევნები მათთვის კატასტროფა იყო”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...