კვესიტაძე: “გაერთიანებული ოპოზიცია” იყო ნაცმოძრაობის გარშემო შემოკრებილი რაღაც პარტიები

“რეალობა იყო ასეთი, ბატონ გიორგი ვაშაძეს სიებთან დაკავშირებით ჰქონდა სხვა შეხედულებები, არ არის დასამალი და საზოგადოებამ ეს იცის, რომ მას აქვს პრეტენზია პრემიერმინისტრი იყოს ქვეყნის და ასევე ითხოვდა, ძალიან დიდი რაოდენობით ადგილებს პროპორციულ სიაში”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში.

“იცით, რა როდესაც ასეთი პრეტენზები აქვს ადამიანს და ითხოვს, ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილებაა მისთვის, დამოუკიდებლად იასპარეზოს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ კი თავისი მოსაზრება გამოთქვა და განაცხადა, რომ მისთვის საერთოდ გაუგებარი იყო გიორგი ვაშაძის ურთიერთობა “ნაციონალურ მოძრაობასთან”.

“გაერთიანებული ოპოზიცია” კი ერქვა ამ ერთობას, მაგრამ ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის გარშემო შემოკრებილი რაღაცა პარტიები, რომელსაც თითო ადამიანები წარმოადგენდნენ. ეს პრტიები არ წარმოადგენდნენ რაღაც ძალას და ესენი იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული ადამიანები.

ეს არ იყო კლასიკური გაერთიანება და ყოველთვის მეც გაურკვევლობა მებადებოდა, რას წარმოადგენადა გიორგი ვაშაძე, ის იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი თუ მას ჰქონდა თავისი პარტია?!” – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

მისი თქმით, ეს საკითხი “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოუწოდა სტუმარს, ამაში მკაფიოობა შეეტანათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად