კუჭავა: კალაძის დაანონსებული სიახლე, მაგალითია თუ როგორ შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა

ასე აფასებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თბილისის მერიასა და m2-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას აფასებს.

“მერიისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებული 2500 ოჯახის პრობლემა პირველი ნაბიჯია ქალაქში დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშრებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

თბილისში ეს საკითხი წლების მანძილზე ძალიან მწვავედ დგას და სასიხარულოა, როცა ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს ამ პრობლემის მოგვარების კუთხით. თბილისის მერიის ძალისხმევითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით 2500 ოჯახი მიიღებს ბინებს, რომელსაც წლების მანძილზე ელოდებოდნენ და ბევრს ალბათ იმედი ქონდა ამოწურული რომ ჩაბარდებოდათ ბინები. თბილისის მერის მიერ დღეს დაანონსებული სიახლე კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა” – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად