კუჭავა: ჩვენ აღარ ვიხილავთ ქალაქში ტრანსპორტს, რომელსაც გამონაბოლქვი ექნება

“ჩვენ აღარ ვიხილავთ ქალაქში ტრანსპორტს, რომელსაც გამონაბოლქვი ექნება, თუმცა აქ ჩვენ ძალიან საინტერესო კითხვა დავსვით, რომელიც ვთვლი, რომ აუცილებელია და 1 თვიანი ვადა მივეცით, რომ წარმოედგინათ ანგარიში. ჩვენ დაგვაინტერესა თბილისიდან, რომ იქნება ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მანქანები ამოღებული ისინი შემდეგ სად მიდის?”

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, სადაც თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში წარმოადგინა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მერიას აქვს გარკვეული ვადები, რომ წარმოადგინოს გეგმა, თუ რას აპირებს ძველ, ყვითელ ავტობუსებთან დაკავშირებით.

“აუდიტის დასკვნაც მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის 40% ვერ გადის ტექნიკურ დათვალიერებას. ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული გეგმა და ვადებია, რომელიც მერიამ წარმოადგინა და ხდება პერიოდულად შევსება ახალი ავტობუსებით და მთლიანად ჩანაცვლება წლის ბოლომდე.

ჩვენ აღარ ვიხილავთ ქალაქში ტრანსპორტს, რომელსაც გამონაბოლქვი ექნება, თუმცა აქ ჩვენ ძალიან საინტერესო კითხვა დავსვით, რომელიც ვთვლი, რომ აუცილებლია და 1 თვიანი ვადა მივეცით, რომ წარმოედგინათ ანგარიში. ჩვენ დაგვაინტერესა თბილისიდან რომ იქნება ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მანქანები ამოღებული ისინი შემდეგ სად მიდის? ჩვენ არ გვინდა თბილისში არსებული პრობლემები სხვაგან, სხვა ქალაქში გადავისროლოთ. ამიტომ ჩვენ მოვთხოვეთ გეგმა დაამუშაონ ამ ავტობუსებს, რომელსაც ამოვიღებთ ექსპლუატაციიდან, რა ბედი ეწევა რომ ჩვენ ხვალ არ ვიხილოთ სხვა ქალაქში”, – განაცხადა კუჭავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...