კუსტურიცა: “კანის კინოფესტივალმა” ჩემი ფილმი არ მიიღო, რადგან პუტინის მხარდამჭერი ვარ

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა აცხადებს, რომ მისმა ბოლო ფილმმა კანის კინოფესტივალის ოფიციალური შერჩევა იმის გამო ვერ გაიარა, რომ რეჟისორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უჭერს მხარს, – აღნიშნულის შესახებ The Guardian წერს.

ემირ კუტურიცა "ოქროს პალმის რტოს" ორგზის მფლობელია. მისი თქმით, სწორედ პოლიტიკური ფაქტორი გახდა იმის მიზეზი, რომ წელს მისმა ახალმა ფილმმა On the Milky Road ფესტივალის ოფიციალური შერჩევა ვერ გაიარა.

"ამ ბოლო დროს პოლიტიკოსები სულ უფრო და უფრო მეტად ერევიან "კანის კინოფესტივალის" საქმეებში. ეჭვი მაქვს, ვიღაცამ გასცა ბრძანება, რომ ჩემს ფილმს არ უნდა გაევლო ოფიციალური შერჩევა", – აცხადებს რეჟისორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად