კურტ ვოლკერი: 2017 წელი დონბასის მცხოვრებთათვის ყველაზე სასტიკი იყო

2017 წელი დონბასის მცხოვრებთათვის ყველაზე სასტიკი იყო. „ამერიკის ხმის“ ცნობით, ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა განაცხადა.

მანამდე, კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ დონბასში სამი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი ჰუმანიტარული მდგომარეობაა. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებების განხორციელებას დაიწყებს.

2017 წლის დასაწყისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის 39 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა.

გაეროს ანგარიშის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთით საომარი მოქმედებების დაწყებიდან, მინიმუმ 2 ათას 523 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთა შორის იყო 1,399 მამაკაცი, 837 ქალი, 91 ბიჭი, 47 გოგო და 149 ადამიანი, რომელთა სქესიც ვერ დგინდება. კერძოდ, 2014 წელს MH-17- ის ჩამოვარდნის შედეგად 298 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად