კურორტ გომისმთაზე „გომისმთობა“ აღინიშნა

კურორტ გომისმთაზე „გომისმთობა“ აღინიშნა. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: “კოლხა,” “შვიდკაცა,” “ლაშა-გიორგი,” “ედელვაისი,” “ზენაარი”, “ვახტანგური” კონცერტი.

ღონისძიებას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, გააჟღერა ინიციატივა, რომ ყოველ წლიურად 2 აგვისტოს, წმ. ილია მართლის ხსნების დღეს, აღინიშნოს „გომისმთობის“ დღესასწაული.

კურორტი გომისმთა, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალური ლანდშაფტით ყოველ ზაფხულს უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. გომის მთაზე სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო – წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. დაწყებულია კურორტის ელექტროფიკაცია, დაგეგმილია მთისკენ მიმავალი ცენტრალური 18 კმიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შემუშავდა გომისმთის განაშენიანების გენერალური გეგმაც.

სახალხო დღესასწაული ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში იმართება და კურორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...