კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო

კურორტ „გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ დროისთვის კურორტზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ახალი გზა საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ „გოდერძიზე“ 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ახალი საავტომობილო გზა კურორტზე ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე კურორტ „გოდერძზე“ 150 მლნ ლარის 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება.

ამ დროისთვის კურორტის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროები, კოტეჯები, კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები, პიაცა „გოდერძი“ შენდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კურორტს 1300 განთავსების ადგილი დაემატება. კურორტზე 1000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად