კურორტ ბეშუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

სეზონის გახსნის ფარგლებში კულტურული ღონისძიებები გაიმართა, მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ნატურალური რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი პოეტებმა: ნანო შაინიძემ, რამაზ ხმალაძემ და მუხრან აბაშიძემ წაიკითხეს ლექსები.

გამოფენა, კონცერტის პარალელურად, სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი მეწარმეები იყვნენ ჩართული. ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს ნაილე აბულაძემ, გიორგი ჩოგაძემ, მაია ქამადაძემ და დიანა ჩოგაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სიმონ და ბადრი ართმელაძეების ნახატები. ადგილობრივი კერძების გამოფენა-გაყიდვის კუთხის მოწყობა დიოკნისის ადმინისტრაციულმა ერთეულმა უზრუნველყო.

ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრისა და ა(ა)იპ „კურორტი ბეშუმის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კურორტ ბეშუმში ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება ტრადიციად დამკვიდრდება და ყოველწლიურად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...