“კურიერი”: მერაბ ჭანუყვაძესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ჰქონდა ადგილი

“კურიერში”, 9 საათიანში, წამყვანის ტექტსში, ოზურგეთის ყოფილ მერთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაცია ჰქონდა ადგილი.” – ასეთ კომენტარს აკეთებს რუსთავი 2 -ის საინფორმაციო სამსახური “აიპრესთან”

“მერაბ ჭანუყვაძე ბრალდებულად იყო მოხსენიებული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.” – განუცხადეს “აიპრესს”.

პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერაბ ჭანუყვაძე “აიპრესთან” საუბრისას აცხადებს, რომ რუსთავი 2 -ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მას ბრალი წაუყენეს , არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია.

ყოფილი გამგებელი სასწრაფოდ ითხოვს რეაგირებას:

დღეს “რუსთავი 2″ -ის ჟურნალისტმა 9 საათიან კურიერში გაავრცელა დეზინფორმაცია და აბსოლუტური სიცრუე! ეს არის ცილისწამება, რომელსაც 2 წელზე მეტია ჩემი პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა საინფორმაციო და მედია საშუალებები ავრცელებენ მიზან მიმართულად,რადგან სპეციალურად მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!

აუცილებლად მოვითხოვ მათგან ამ “შეცდომის”გამოსწორებას!” – აცხადებს მერაბ ჭანუყვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად