“კურიერი” დავით ქაშიაშვილმაც დატოვა

რუსთავი 2 დავით ქაშიაშვილმაც დატოვა, ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში წერს:

“როგორ მიყვარხარ ჩემო ძმობილო”, – წერს დავით ქაშიაშვილი.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გუშინ არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ჟურნალისტები ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია. მანვე არხიდან გაუშვა პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილიც, რომელსაც დაახლოებით 2 კვირის წინ ჰქონდა გაცხადებული, რომ არხი დატოვა.

სალიას გადაწყვეტილების შემდეგ არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. არხი დატოვა პაატა იაკობაშვილმაც. არხიდან წასვლის შესახებ განაცხადეს ჟურნალისტებმა გიგლა თუმანიშვილმა, ნათია ტრაპაიძემ, თამარ ბაღაშვილმა, ეკო მაღრაძემ, და ნინო სამყურაშვილმა (ჯიპამ) და მაია ლომიძემ.

არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დიანა ჯოჯუას და მიხეილ სესიაშვილის განცხადების შემდეგ ეთერში არ გასულა. საინფორმაციო გამოშვება ეთერში არც დღეს გავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...