კუპრავა: ჰექტრებზე როდესაც თესავ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ცხადია, რომ არ გინდა პირადი მოხმარებისთვის

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ რამდენიმე წუთის წინ დატოვა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობა, სადაც ის კიდევ ოთხ პიროვნებასთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

სამათალდამცველემბა ზვიად კუპრავა ყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში კანაფის შესაძლო კულტივაციის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს გამოკითხვაზე.

გამოკითხვიდან გამოსულმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პლანტაციის ადგილმდებარეობის შესახებ,თუმცა წყაროს დასახელებისგან თავი შეიკავა.

“წყაროზე დეტალურად არ მისაუბრია და ვერც ვისაუბრებდი. აინტერესებდათ ტერიტორიულად სად მდებარეობს ეს ადგილი და მე მათ დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია. დანარჩენი უკვე სამართალდამცველების საქმეა, მათ უნდა ჩაატარონ ექსპერტიზა და დაადგინონ, რა შემადგენლობის არის ეს მცენარე.

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მარიხუანას ლეგალიზაცია/კულტივაცია უნდა იყოს ნებადართული და ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთი ადამიანის ივანიშვილის ინტერესებს, რომელიც არის ნარკობარიგა. ჰექტრებზე როდესაც თესავ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ცხადია რომ ეს არ გინდა პირადი მოხმარებისთვის და რა თქმა უნდა, სარეალიზაციოდ არის გამზადებული, ამიტომაც უნდობლობას ვუცხადებ ვერსიას, რომ მცენარე სამედიცინო მიზნით არის დათესილი”,- განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა კუპრავამ.

ცნობისათვის, ზვიად კუპრავამ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პლანტააციის ამსახველი ფოტო მასალა გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...