A1 ბანერი

კუპრავა: გაიწვიეთ ჩემი სისხლის სამართლის საქმეები, თორემ მიიღებთ ასანჟს საქართველოში!

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის წინააღმდეგ მიმდინარე ორივე საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში მისი სახით ჯულიან ასანჟს მიიღებენ.

“მე ნამდვილად ვარ რეპრესიული მანქანის და რეჟიმის მსხვერპლი. მე ვიდევნები ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით. მე ვარ საქართველოს მოქალაქე. მე მაქვს უფლება ვიცხოვრო მშვიდად ამ ქვეყანაში და არ ვიყო დევნის ობიექტი.

ამავდროულად მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ორივე საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ასანჟს საქართველოში”, – განაცხადა კუპრავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...