„კუპატას“ წონისა და ღვიძლის გაცხიმოვნების პრობლემა აქვს

ყველაზე პოპულარულ ბათუმელ ძაღლს „კუპატას“, ვეტერინარის თქმით, წონისა და ღვიძლის გაცხიმოვნების პრობლემა აქვს. გიორგი კალანდაძე, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მიმართავს ყველას, ნუ დაარღვევენ „კუპატას“ კვების რაციონს.

„დღეს კუპატას მკურნალობის პირველი დღეა. ღვიძლის გაცხიმოვნება აქვს და წონის პრობლემა, ამიტომ დღეს საჩუქარი დაიმსახურა ხალხის რჩეულმა და გიორგი ექიმმა 1 ტომარა საუკეთესო ხარისხის დიეტური საკვები აჩუქა.
ვინაიდან პრობლემები არასწორი კვების ბრალია გთხოვთ გაითვალისწინოთ და კუპატას მკაცრ რაციონს ნუ დაარღვევთ!! ნუ შეუქმნით საფრთხეს მის ჯანმრთელობას!!! პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას კუპატას ჯანმრთელობის შესახებ“,-წერს ვეტერინარი.
„კუპატა“ პოოპულარული მას სემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა ბათუმელმა, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეხმარება ძაღლი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ზებრა გადასასვლელზე, უსაფრთხო გადაადგილებაში. „კუპატაზე“, რეპიორტაჟები, არამარტო ქართულმა, არამედ მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა მოამზადეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად