კუნძულ სანტა კრუზთან იახტაზე ხანძარი გაჩნდა – დაღუპულია 34 ადამიანი

კუნძულ სანტა კრუზთან (შედის სანტა ბარბარას მხარის შემადგენლობაში) გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტელეარხ KTLA-ს სანტა ბარბარას რაიონის სახანძრო დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ხანძრის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.

ლოს ანჟელესში აშშ-ს სანაპირო დაცვას მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია. მათი ცნობით, ხანძარი იახტაზე, დაახლოებით 23 მეტრ სიგრძეზე გაჩნდა.

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ეკიპაჟის წევრების ნაწილის ევაკუაცია განახორციელეს, ერთ-ერთმა მათგანმა მცირე დაზიანება მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...