კულტურის სამინისტრო:უწყებაში შრომის ანაზღაურების ხარჯი 14ათას ლარზე მეტითაა შემცირებული

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომელიც სამინისტროებში გაცემულ პრემიებსა და დანამატებს ეხება. 

"ინფორმაცია, თითქოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დანამატების გაცემის რაოდენობა 1509%-ით გაიზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

რესპონდენტის მიერ ციფრების არითმეტიკული მანიპულირება იწვევს სახელმწიფო უწყებების და შესაბამისად მასში მომუშავე თანამშრომელთა დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში მიზანმიმართულად შეყვანას. განსაკუთრებით საწყენია, როცა ასეთ განცხადებას მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ: 2015 წლის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების ხარჯი 14 ათას ლარზე მეტითაა შემცირებული 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წელს მოსალოდნელი პრემიებისა და დანამატების ასიგნებები 90 ათასით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე",  – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თოდრიამ გადაცემა "რუსთავი 2"-თან პრემიებისა და დანამატების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, დანამატების ოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი და მან პრაქტიკულად პრემია ჩაანაცვლა.

ლაშა თორდია: კულტურის სამინისტროში დანამატები 1509%-ით გაიზარდა

ლაშა თორდია: პრემია შემცირდა 31 მილიონი ლარით, ხოლო დანამატი 45 მილიონით გაიზრდა

მიხეილ გიორგაძე: სირცხვილია აუდიტის სამსახურის მიერ არაადეკვატური განცხადების გაკეთება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...