კულტურის სამინისტრო: 29 მილიონი ლარი Check in Georgia-ს ყველა ღონისძიებისთვის გამოიყოფა

პროექტი „Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ „აიპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „Check in Georgia“ მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. ღონისძიებები აპრილიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

„Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით: ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), “Maroon 5“ (7 ივნისი, ბათუმი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი).

გარდა ამისა, „Check in Georgia” მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, 35 ფესტივალს, მათ შორის: თეატრალური ფესტივალები, კინოფესტივალები, მუსიკალური ფესტივალები, ანიმაციური ფილმების ფესტივალები, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები, ქორეოგრაფიული ფესტივალი, მოდის კვირეულები, ფოტოფესტივალები და სხვა…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...