კულტურის მინისტრი იმერეთის სამუსიკო სკოლებს ხალხურ საკრავებს გადასცემს

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე იმერეთის რეგიონს ეწვევა. 

მიხეილ გიორგაძე ხარაგაულში რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის (ხარაგაული, საჩხერე, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, ზესტაფონი) სამუსიკო სკოლებს, ფოლკლორულ ანსამბლებსა და სამუსიკო ჯგუფებს შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით  ხალხური საკრავებს, კლასიკურ, საესტრადო მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და აუდიო აპარატურს გადასცემს.

მინისტრი ხარაგაულის კულტურის სფეროს მუშაკებს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრა გაიმართება ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს  კინოჩვენებისათვის საჭირო აპარატურით აღიჭურვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად