კულტურის ეროვნულ ფონდს სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება

ამის შესახებ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კულტურის სფეროში დაგეგმილ რეფორმებსა და სიახლეებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, კულტურის ეროვნული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში, ქართველ ექსპერტებთან ერთად აქტიურად იქნებიან ჩართულები ევროკავშირის ექსპერტებიც.

კულტურის ეროვნული ფონდის ბიუჯეტი კი 50 მლნ დოლარამდე განისაზღვრება.

“კულტურის ეროვნულ ფონდს ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს.

საბჭოს შემადგენლობაში შევლენ, როგორც საჯარო უწყების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოგახსენოთ, სამინისტრო იქნება პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრელი.

ფონდი იქნება რეალურად ამის განმხორციელებელი. ფონდში თავს მოიყრის ყველა ის ფონდი, რომლებიც აქამდე არსებობდა, სხვადასხვა კულტურული პროგრამის დაფინანსების, მათ შორის check in Georgia, და სხვა კულტურული პროგრამები, რომლებიც გაერთიანდება ერთ ფონდში. ამ ფონდს ეყოლება, როგორც ვთქვით, სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც ქართველ ექსპერტებთან ერთად აქტიურად ჩართულები იქნებიან იგივე ევროკავშირის ექსპერტები და ყველა პროცესი რეალურად, საკონკურსო ყველა დაფინანსება იქნება გამჭვირვალე.”-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად