კულინარიული აფერა იტალიაში – როგორ მოვიქცეთ, რათა სამ ჭიქა ყავასა და 2 ჰამბურგერში 81 ევრო არ გადავიხადოთ

ტურისტები ვატიკანში სულ უფრო და უფრო ხშირად ხდებიან ოფიციანტთა აფერის მსხვერპლი.

ახლახან ორმა ტურისტმა ფეისბუქზე ატვირთა Vatican Caffè-ს ანგარიშსწორების ჩეკი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ორ ჰამბურგერში და სამ ყავაში წყვილს 81,4 ევრო გადაახდევინეს. ამ თანხაში 7,4 ევრო ოფიციანტის მომსახურების ფასია.
ასეთი სახის აფერა ახალი არაა. კარგა ხანია უკვე რაც უცხოელ ტურისტები ქუჩებში, მაღაზიებში თუ რესტორნებში თაღლითობის მსხვერპლნი ხდებიან, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც აფერა ძალიან გადაჭარბებულია.
ფეისბუქზე ტურისტების მიერ ატვირთული ანგარიშსწორების ჩეკმა სოციალური ქსელის მრავალრიცხოვანი მომხმარებელში გამოიწვია აღშფოთება.

გაირკვა, რომ ამ კაფეს ტურისტულ პორტალ Tripadvisor-ზეც აკრიტიკებდნენ ანგარიშის უზომოდ გაბერვის გამო. იანვარში ტაივანელმა ტურისტმა საკმაოდ მცირე მოცულობის, დაახლოებით ბურთულის ზომის ნაყინში 25 ევრო გადაიხადა. გაოცებული ტურისტს კი ოფიციანტმა უთხრა, რომ ნაყინი ძალიან კარგია და ამიტომ ღირს ასე ძვირი. ტაივანელმა მომხდარის შესახებ გიდს უამბო, გიდმა ფასების ნახვა მოინდომა, მაგრამ ინფორმაცია ფასების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებებს ამის ვალდებულება აქვთ დაკისრებული, არ აღმოჩნდა მისთვის ხელმისაწვდომი. მან მუნიციპალურ პოლიციაში დარეკა და მათ ნახეს, რომ ადმინისტრაციას ფასების ცხრილი უცხო თვალისგან მოშორებით ჰქონდა გადამალული და ამის გამო კაფე 2000 ევროთი დააჯარიმეს.

აღნიშნავენ, რომ ფასების გადამალვის პრაქტიკა იტალიაში საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც ტურისტების დიდი რაოდენობაა. სარგებლობენ რა ტურისტების მიერ ენის არცოდნით ან უმეცრებით და ფასების გადამოწმების სურვილის არქონით, მომსახურე პერსონალი მათ ხშირად წარმოუდგენლად უზომოდ ყვლეფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად