“კულა” ჩაქაფულს და ჩიხირთმას გამოუშვებს

"კულა" 2017 წლიდან საქართველოში ქართული ხორცის კონსერვების გამოშვებას ვგეგმავთ. ეს იქნება, როგორც მოშუშული ხორცის კონსერვი, ასევე ტრადიციული ქართული კერძები, როგორიც არის "ჩაქაფული", ’’ჩაშუშული“, "ჩიხირთმა“ და სახვა. პროდუქტი უკვე მზა მდგომარეობაში იქნება, მომხმარებელი მას გახსნის და უბრალოდ გააცხელებს", – ამის შესახებ გორის საკონსერვო ქარხანა "კულა"-ს დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ "ბიზნესკონტრაქტთან“ განაცხადა.

ვანო გოგლიძემ აღნიშნა, რომ "კულა" 2017 წლიდან ბავშვთა კვების წარმოების განახლებას გეგმავს. კომპანია დაფინანსების მოსაპოვებლად სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც აპირებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად