კუხიანიძე “ოცნების” დეპუტატებს: მე რომ გამაგდეთ, ირაკლი კობახიძე რატომ არ გააგდეთ პარტიიდან?!

ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ, ყოფილ თანაგუნდელებს.

მისი თქმით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე ხალხის მტერი დაცვა სავარძელში, თუმცა ის პარტიიდან არავის გაურიცხავს და დღემდე ზის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გვერდით.

„ლევან ხაბეიშვილს არა ერთხელ ვუთხარი. ვთხოვდი, რომ ცირკები არ გაემართა და ისე ელაპარაკა. მე თვითონ მაინტერესებდა იმის მოსმენა, რასაც ლაპარაკობდა, როგორც რიგით მოქალაქეს. სრულად დაუშვებელია რაც გააკეთეთ ბატონ ხაბეიშვილთან მიმართებაში. ხელით შეხება დეპუტატზე სრულად დაუშვებელია.
ბოდიში მაგრამ, ვიღაც მთელ პარტიას ღორებს რომ გეძახით… იმის გამო მე რომ გავაკრიტიკე ვიღაცა, მე რომ გამაგდეთ პარტიიდან ეს რა იყო?! რატომ არ გააგდეთ პარტიიდან კობახიძე, რომელმაც ხალხის მტერი(მე რა თქმა უნდა ვიცი, რომ ეს დემაგოგია იყო)… ამიტომ მოხსენით ხომ, რომ ხალხის მტერი დასვა სავარძელში?! რატომ არ გააგდეთ პარტიიდან? ისევ პარტიაში ზის და ბატონი ბიძინას მრჩეველია“ – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად