კუკავა-ბურჯანაძის გაერთიანებამ, ზუგდიდში, შესაძლოა ზვიად სიჭინავას დაუჭიროს მხარი

საარჩევნო ბლოკი "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც "ახალაიას დროინდელი კუდ-ის უფროსი მერობის კანდიდატად წარადგინა". როგორც მან სამეგრელოს რეგიონში პროპორციული სიის შემადგენლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, ეს შეურაცხყოფა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

"მნიშვნელოვანია, ჩვენ ის ორპარტიული მონოპოლია დავარღვიოთ, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" გამოცხადებული აქვს. მინდა ზუგდიდელებს მოვუწოდო, არავინ დარჩეს სახლში და არჩევნებზე ყველა გამოვიდს. ის შეურაცხყოფა, რაც ქართულმა ოცნებამ ზუგდიდს მიაყენა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახალაიას დროინდელი კუდ-ის უფროსი წარადგინა მერობის კანდიდატად, ეს შეურაცხყოფა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, "-განაცახდა კუკავამ.

მისივე განცხადებით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის გურგენ სართანია იბრძოლებს, ხოლო რაც შეეხება მერობის კანდიდატს, შესაძლოა "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველომ" მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, დომენტი სიჭინავას დაუჭიროს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად