კუჩმა: ერი ქვეყანაში პროცესებს ხელახლა დაძრავს, როგორც ეს 25 წლის წინ მოვახერხეთ

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი გადატვირთვისთვის, ხელახლა დაწყებისთვის. ამის შესახებ მან, უკრაინის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირებისას განაცხადა.

კუჩმას თქმით, მან ხმა მისცა „ახალ ძალებს“ და ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, პოლიტიკოსებს მოკითხონ ის დაპირებები, რომლებსაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში იძლევიან.

„დღევანდელ პირობებში ერი მეტად მკაცრი უნდა იყოს ხელისუფლებასთან მიმართებით“, – განაცხადა კუჩმამ.

ყოფილი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინას ექნება უნიკალური შანსი გადატვირთვისთვის, ყველაფრის ხელახლა დაწყებისთვის და რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. კუჩმა აგრეთვე აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ხალხს ცვლილებების რეალური პროგრამა უნდა შესთავაზოს.

„ერი ქვეყანას გადატვირთავს, როგორც ეს 25 წლის წინ მოვახერხეთ, სრული ეკონომიკური კატასტროფის პირობებში“, – აცხადებს პოლიტიკოსი.

დღეს უკრაინაში უმაღლესი რადას არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა 20:00 საათამდე გასტანს. სოციალური გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 49,5% აცხადებს, რომ მზად არის ხმა ზელენსკის პარტია „ერის მსახურს“ მისცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...