კუბლიუსი: ან საქართველო ჭრის პოლიტიკურ კრიზისს ევროკავშირის ლიდერობით, ან მოუწევს ფასის გადახდა

“ან საქართველო ჭრის პოლიტიკურ კრიზისს ევროკავშირის ლიდერობით, რომელსაც ბატონი დენიელსონი წარმოადგენს, ან საქართველოს მოუწევს ფასის გადახდა, რადგან პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ამ კრიზისის გადაჭრა”.

ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც ევროპარლამენტარები და ქართველი პოლიტოლოგები მონაწილეობდნენ.

“არ მახსოვს სხვა შემთხვევა, როცა პოლიტიკურ კრიზისში ევროპა ამ დონით იყო ჩართული. როგორც მე ვხვდები, პრობლემა არის საქართველოში, პოლიტიკურ სტრუქტურებში, პოლიტიკურ პარტიებში. ეს არის პოლიტიკური ლიდერობის კრიზისი პოლიტიკურ ჯგუფებში. არიან ფორმალური და არაფორმალური ლიდერები. ეს სიტუაცია შეთანხმებამდე მისვლას ართულებს.

მეორე: არის გაუგებრობა ორივე პოლიტიკურ ჯგუფში, როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება ამ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გამოვსულიყავით მარტივი მესიჯით – ასე ვერ გაგრძელდება. ან საქართველო ჭრის პოლიტიკურ კრიზისს ევროკავშირის ლიდერობით, რომელსაც ბატონი დენიელსონი წარმოადგენს, ან საქართველოს მოუწევს ფასის გადახდა, რადგან პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ამ კრიზისის გადაჭრა. ახალი აქ არაფერია” -განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...