კუბლაშვილი: პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გაამართლებს

“მეც ისეთივე ემოცია მქონდა, როგორც ალბათ ძალიან ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს და ჩემი პირველი რეაქციას ეს იყო, რაღაცნაირად საჯაროდ გამომეხატა რეაქცია და ამიტომ, შუადღეს როდესაც პარლამენტთან შეიკრიბნენ ჩვენი თანამოქალაქეები და საღამოსაც, მე იქ ვიყავი. მათ შორის საღამოს აქციაზე ვიყავი სადღაც 8 საათის შემდეგ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “გირჩის” ყოფილმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა”.

მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და პოლიტიკური ლიდერების მოლაპარაკებების ინიციატორი.

“პროცესები რომლებიც აქციაზე რაღაც პერიოდის შემდეგ განვითარდა, უნდა ვთქვა რომ ამ პერიოდს წინ უძღოდა ბატონი კობახიძის ინტერვიუ “ტელეიმედზე, სადაც მან თქვა, რომ არ აპირებს გადადგომას და შეეცადა პასუხისმგებლობა აერიდებინა. მე მგონია რომ ეს იყო გარკვეულწლიდან გადამწყვეტი “მომენტიც”.  იმ “მომენტში” კობახიძის 1 განცხადებას შეეძლო და პროცესები საერთოდ სხვაგან წაეყვანა. თუმცა, ამით არ მინდა რაღაცნაირად შევხედო იმ “მომენტებს” რაც შემდეგ ვითარდებოდა უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ.

რა თქმა უნდა, ვერცერთი პოლიტიკოსი ვერასდროს ვერ გაამართლებს ფიზიკურ დაპირისპირებას პოლიციასთან, “სპეცნაზთან“. ამის გამართლების საშუალება არ არის, ფიზიკური დაპირისპირება იქ არ უნდა მომხდარიყო.  ამას ჩვენ ვაკვირდებოდით საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ვხედავდი პოლიტიკოსების მცდელობას, რომ აერიდებინათ თავიდან ამ ტიპის დაპირისპირება. მათ შორის ვხედავდი აკაკი ბობოხიძეს(“ევროპული საქართველოს” წევრი), სწორედ ამიტომ იყო, ჩემი პირველი კონტაქტი კაკოსთან. იყო იმ გაგებით, რომ ასე გაგრძელება ძალინ ცუდ შედეგამდე მიგვიყვანდა და იქნებ როგორმე ავიცილოთ ეს დაპირისპირება. ეს იყო ჩემი შემოთავაზება. ჩემი, როგორც ერთი რიგითი ყოფილი პოლიტიკოსის, იქ მდგომი აქციის ერთ-ერთი მონაწილის. რაზეც მე კაკოსთან მქონდა კომუნიკაცია. იგივე განწყობები დავინახე, ისიც ცდილობდა რომ სიტუაცია სხვაგვარად წარმართულიყო, მე ვცადე კონტაქტზე გასვლა ბატონ გახარიასთან, რომელიც ასევე თანხმობას აცხადებს. მაშინ გამოაცხადა თანხმობა. მე ამას ყველგან ვამბობს, მისი მხრიდან პირველივე რეაქცია იყო თანხმობა ამ ტიპის მოლაპარაკებაზე. ზუსტად არ ვიცი ამ დროს სად იმყოფებოდა გახარიას, სავარაუდოდ პარლამენტში იმყოფებოდა.

მე ვიყავი აქციაზე ჩიტაძის ქუჩის მხარეს. მე და აკაკიმ, შემდეგ გიგი უგულავასთან ერთად, რაღაცნაირი კომუნიკაციით ვცადეთ ეს დაპირისპირება ჩამქრალიყო და ყოფილიყო შესაძლებელი რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, გიგი უგულავა შესულიყვნენ და გახარიასთან ჰქონოდათ საუბარი.

შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი ის ადამიანი, რომელსაც ორივე მხარესთან შეეძლო საუბარი და მე ამას აუცილებლად გავაკეთებდი.მეტსაც გეტყვით, მომავალშიც თუ ამ ტიპის დაპირისპირების საფრთხეს შევხედავ, მე ყოველთვის შევეცდები რომ მხარეები როგორმე მოლაპარაკების რეჟიმში იყვნენ, დღესაც, ხვალაც ზეგაც”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად