კუბლაშვილი: დავრწმუნდი რომ ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოა, ამიტომ ჩავერთე ამ საქმეში

მართლა დავრწმუნდი რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა, ამიტომ ჩავერთე ამ საქმეში”,-ამის შესახებ, საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“ჩემი ეს გადაწყვეტილება იყო თითქოს თამამი და სამიზნე აგრესიისა. მაგრამ რადგან დავრწმუნდი რომ ეს მოცემულობა გვაქვს, მე მართლა დავრწმუნდი რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა, ამიტომ ჩავერთე ამ საქმეში”,-ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სტატუსი საქმიანობაში უშლის ხელს.

“მე ვიტყოდი რომ ჩემს საქმიანობაში კონკრეტულად მისი სტატუსი ძალიან მიშლის ხელს. მაქვს სურვილი რომ სხვადასხვა საქმეებიდან გამოვითხოვო მონაცემები. ყველაფერზე მაქვს მისგან წინააღმდეგობა.ასე არ გავაკეთოთ, ეს რომ გავაკეთოთ იფიქრებენ რომ ასეა, ასე არ მიმართო, თანამშრომლები…. თუ ვინმეს რაიმე აგრესია აქვს ამ ხელუსფულების და ამ პარტიის მიმართ, მთლიანად ან ადამიანზეა მომართული.”,-განაცხადა კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად