კუბის პრეზიდენტად მიგელ დიას-კანელ ბერმუდესი აირჩიეს

მიგელ დიას-კანელ ბერმუდესი კუბის რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა მას მერე, რაც ქვეყანაში ეს თანამდებობა შეიქმნა. ამ პოსტზე იგი ქვეყნის პარლამენტმა აირჩია.

კუბის პრეზიდენტის პოსტი 1976 წლამდე არსებობდა. ეს თანამდებობა 30 წლის განმავლობაში კუბის რევოლუციის ლიდერს ფიდელ კასტროს ეკავა, ხოლო 2006 წელს იგი მისმა ძმამ რაულ კასტრო ჩაანაცვლა.

59 წლის მიდელ დიას-კანელ ბერმუდესი კი კუბის მესამე პრეზიდენტი გახდა.

2019 წელს კუბაზე ქვეყნის ახალი კონსტიტუცია დაამტკიცეს, რომლის წყალობითაც აღდგა პრეზიდენტის თანამდებობა. მიგელ დიას-კანელს უფლებამოსილება, კონსტიტუციის შესაბამისად, ოთხი წლის შემდეგ ეწურება. ამ პოსტზე იგი მინიმუმ 2023 წლამდე უნდა იყოს.

„რევოლუცია – ეს არ არის ახლანდელისთვის ბრძოლა, რევოლუცია – ეს არის ბრძოლა მომავლისთვის“. – განაცხადა დიას-კანელმა ინაუგურაციის დროს.

მისი თქმით, მისი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება ეკონომიკა და ქვეყნის თავდაცვა. ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ პროგრამებს შორის მან დაასახელა უცხოური ინვესტიციები, ექსპორტის ზრდა, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საკვები პროდუქტების წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტი და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება.

კუბის ახალი კონსტიტუცია 2019 წლის თებერვალში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დამტკიცდა. მას მხარი კუბელების 73,3%-მა დაუჭირა. იგი ითვალისწინებს სოციალისტურ ქვეყანაში კერძო საკუთრების გაჩენას, თავისუფალ ბაზარს და ხელისუფლების სტრუქტურის ნაწილობრივ ცვლილებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად