კუბაში გამართულ მასობრივ ანტისახელისუფლო დემონსტრაციაზე ათობით ადამიანი დააკავეს

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ათწლეულების განმავლობაში კუბის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ეს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა იყო. დემონსტრაციები კუბის 20-მდე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ჰავანაში გაიმართა. „თავისუფლება“ და „ძირს დიქტატურა“ სკანდირებდნენ მომიტინგეები.

აქციის მონაწილეები ეკონომიკურ ვარდნას, საკვებისა და მედიკამენტების უკმარისობას, ფასების ზრდასა და კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის ზომებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები
იტვირთება...