კუბამ ქარიშხალ „ელზას“ გამო 70 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

კუბამ ქარიშხალ “ელზას” გამო 70,000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

არსებობს საფრთხე, რომ “ელზა” ძლიერ წყალდიდობას გამოიწვევს.

ევაკუირებულთა უმეტესობამ ნათესავების სახლებს შეაფარა თავი. 23 ათას ადამიანამდე სამთავრობო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

400 ადამიანი მთიან რაიონებში საგანგებო სიტუაციისთვის მომზადებულ გამოქვაბულებში იმალება.

კომენტარები
იტვირთება...