კუბისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა, მიგელ დიას-კანელმა და ნიკოლას მადურომ ბოლივიის პრეზიდენტს ევო მორალესს მხარი დაუჭირეს, რომელმაც თანამდებობა დატოვა. ისინი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გადატრიალებას უწოდებენ.
დიას კანელმა, თავის Twitter- ის ანგარიშზე დაწერა, რომ ბოლივიაში ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
”ვგმობთ გადატრიალებას და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე პრეზიდენტს (ევო მორალესი – ipress.ge). მსოფლიო ევო მორალესის სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის უნდა მობილიზდეს”, – წერს იგი.
ნიკოლას მადურომ მიკრობლოგ Twitter- ზე ასევე ბოლივიაში “დატრიალების მცდელობა” დაგმო.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბოლივიის დედაქალაქში მომიტინგეებმა ვენესუელის საელჩოს შენობა დაიკავეს.
”ჩვენ კარგად ვართ, მაგრამ მათ საელჩო შენობა დაიკავეს და ჩვენს წინააღმდეგ სისხლიანი სცენარისთვის ემზადებიან”, – ციტირებს მედია ბოლივიაში ვენესუელის ელჩის კრისბეილ გონსალესის სიტყვებს.
სააგენტოს წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ დიპლომატიური მისიის შენობის კედლებზე პროვოკაციული წარწერები და ნიშნები გამოჩნდა.