კრისტინა აგილერამ Black Sea Arena-ზე კონცერტების სერია გახსნა

ურეკში, ულტრათანამედროვე "ბლექ სი არენას" დარბაზი და კონცერტების სერია დღეს ოფიციალურად მსოფლიო საუკეთესო ვოკალად აღიარებულმა 6 გრემის მფლობელმა მსოფლიო ვარსკვლავმა ქრისტინა აგილიერამ გახსნა.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, საკონცერტო დარბაზის ურეკში აშენება და კონცერტების დაგეგმვის ძირითადი მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა იყო.

როგორც "აიპრესის" ჟურნალისტი კონცერტიდან იტყობინება, კონცერტზე ხალხმრავლობაა.

შეგახსენებთ, რომ პოპ ვარსკვლავ კრისტინა აგილერას კონცერტზე ბილეთის ფასები 50-90 ლარის ფარგლებში მერყეობა; ოქროს ზონა კი – 100 ლარი და VIP ადგილები – 600 ლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...