კრისტინ ლაგარდი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კრისტინ ლაგარდის კანდიდატურა დაამტკიცა. ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მის კანდიდატურას მხარი ევროპარლამენტის 394-მა დეპუტატმა დაიჭირა, ხოლო წინააღმდეგი 206 იყო. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე რვა წლით აირჩევა.

16 ივლისს კრისტინ ლაგარდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თანამდებობა დატოვა, რომელიც მას 2011 წლიდან ეკავა. იგი ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლას სარკოზის დროს ეკონომიკისა და ფინანსტა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად