კრისტენ სტიუარტი პრინცესა დაიანას როლს შეასრულებს

The Twilight-ის ვარსკვლავი კრისტენ სტიუარტი, ახალ ფილმში პრინცესას, ლედი დაიანას როლს შეასრულებს.

მსახიობი პაბლო ლარაინის ახალ დრამაში “სპენსერი” ხანგრძლივი ფიქრისა და კასტინგის შემდეგ დაამტკიცეს.

ფილმის სიუჟეტი ლედი დის ცხოვრების იმ ეტაპზე მოგვითხრობს, როდესაც ის პრინც ჩარლზთან დაშორებას გადაწყვეტს. “სპენსერში” ასევე მოთხრობილი იქნება მისი ურთიერთობის შესახებ დოდი ალფაიედთან და 1997 წლის იმ ღამეზეც, როდესაც დაიანა ტრაგიკულად დაიღუპა.

ლარაინს აქამდე გადაღებული აქვს 3 ოსკარის ნომინანტი კინოსურათი – Jackie, რომელიც აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, ჟაკლინ კენედის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს და რომელშიც ნატალი პორტმანმა ითამაშა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად