კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში მეორე დებიუტი ორი გოლით აღნიშნა

პრემიერლიგაში მე-4 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა

„მანჩესტერ იუნაიტედში” წლების შემდეგ კვლავ დაბრუნებულმა კრიშტიანუ რონალდუმ თავისი მეორე დებიუტი ორი გოლით აღნიშნა.

პიველი გოლი რონალდუმ 45+2 წუთზე გაიტანა და მასპინძლებს ტაიმი მოაგებინა, მეორე გოლი კი მან 62-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა

„მანჩესტერ იუნაიტედი” – „ნიუკასლ იუნაიტედი” 4:1(1:0)
გოლები: 45+2″ კრიშტიანუ რონალდო 1:0, 56′ ხავიერ მანკილო 1:1, 62′ კრიშტიანუ რონალდუ 2:1, 80′ ბრუუ ფერნანდეში 3:1, 90+2′ ჯესი ლინგარდი 4:1

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ დამარცხა „ტოტენჰემ ჰოტსპური”. 58-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო მინდვრიდან იაფეტ ტანგანგას გაძევების შემდეგ „კრისტალ პალასმა” სამჯერ აიღო „ტოტენჰემ ჰოტსპურის კარი.

„კრისტალ პალასი” – „ტოტენჰემ ჰოტსპური” 3:0(9:0)
გოლები: 76′ ვილფრიდ ზაჰა, 84′ და 90+2′ ოდსონ ედუარი

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგპირველი გამარჯვება იზეიმა „არსენალმა”. მან პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით „ნორვიჩ სიტი” დაამარცხა.

„ბენტფორდი” -„ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი” 0:1(0:0)
„ლესტერ სიტი” – „მანჩესტერ სიტი” 0:1(0:0)
„საუთჰემპტონი” – „ვესტ ჰემ იუნაიტედი” 0:0
„უოტფორდი” – ვულვერჰემპტონ უონდერერსი” 0:2(0:0)

„ჩელსი” საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას” მე-15 წუთზე გატანილი გოლიოთ უგებს. შეხვედრის დაწყებიდან 26 წუთია გასული

„მანჩესტერ იუნაიტედი” 4თ → 10ქ
„მანჩესტერ სიტი” 4თ → 9ქ
„ბრაიტნ ენდ ჰოუვ ალბიონი” 4თ → 9ქ
„ტოტენჰემ ჰოტსპური” 4თ → 9 ქ

კომენტარები
იტვირთება...