A1 ბანერი

კრიშტიანუ რონალდოს შოუ ტურინში, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში (ფოტოქრონიკა)

ჩემპიონთა ლიგაში გუშინ გვიან ღამით მერვედფინალის ორი საპასუხო მატჩი გაიმართა.

მანჩესტერში “მანჩესტერ სიტიმ” გელზენკირხენის “შალკე 04” სამარცხვინო ანგარიშით, 7:0 დაამარცხა, თუმცა ასეთი სასწაული ანგარიშით გერმანელების დამარცხების მიუხედავად, მათთან შედარებით ბევრად უფრო მეტად დამცირებულ მდგომარეობაში მათზე ნაკლები სხვაობით დამარცხებული მადრიდის “ატლეტიკო” აღმოჩნდა.

მადრდელებმა “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე ორი უპასუხო გოლი გაიტანეს ტურინის “იუვენტუსის” კარში და და მათი მეოთხედფინალში გასვლა “იუვენტუსის” თავგადაკლული გულშემატკივრების გარდა არავისთვის იყო საეჭვო. ჩემპიონთა ლიგისთვის სოლიდური სხვაობით მოგების გარდა მადრიდელების შანსებზე მეტყველებდა სტატისტიკაც: “ბიანკონერები” (მეტსახელი, შერქმეული საფირმო შავ-თეთრზოლებიანი მაისურის გამო – აიპრესი) პირველი მატჩის 0:2 წაგების შემდეგ არასდროს გადასულან შემდეგ რაუნდში და “ატლეტიკოს” მეკარეს იან ობლაკს ბოლო ხუთ თამაშში ზედიზედ არ ჰქონდა გოლი გაშვებული.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ტურინელებმა ტოტალურ პრესინგს მიმართეს, მადრიდელებს სულის მოთქმის საშუალება არ მისცეს და უკვე მე-4 წუთზე სწრაფი გოლიც გაიტანა ჯორჯო კიელინმა. მსაჯმა ვიდეორეფერის დახმარება გამოიყენა და კიელინის მიერ ბურთის კარში გადაგზავნამდე რონალდოს მიერ წესების დარღვევით თამაშის გამო გოლი გააუქმა.

27-ე წუთზე რონალდომ გაიტანა გოლი, მაგრამ მადრიდელებს არც კი უცდიათ არჩეული ტაქტიკის შეცვლა. ისინი კვლავ საკუთარი კარი უსაფრთოებაზე ზრუნავდნენ და შეტავაზე გადასვლაზე არც კი ფიქრობდნენ.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 49-ე წუთზე, რონალდომ მეორე გოლი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. “ატლეტიკო” კვლავ განაგრძობდა არჩეული ტაქტიკით თამაშს, “იუვენტუსი” კი, უპირატესობას გოლად ვეღარ აქცევდა და საქმე დამატებითი დროისკენ მიდიოდა თითქოს, მაგრამ 86-ე წუთზე მადრიდელებმა საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით ითამაშეს. როლანდომ თერთმეტმეტრიანიდან ყუმბარისებური დარტყმით მესამედ შეარხია მადრიდელთა კარის ბადე და… ტრიბუნაზე მყოფი ჟორჟინა ააცრემლა.

“იუვენტუსმა” თავის მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუა და მეტად რთული მდგომარეობიდან მოახერხა მეოთხედფინალში გასვლა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...