კრიშტიანუ რონალდომ ანდერძი შეცვალა

ესპანური პრესის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ ლისაბონში, თავის სასტუმრო Pestana CR7-ში ადვოკატებს შეხვდა და მათთან ერთად ახალი ანდერძი შეადგინა.

რონალდუს თავისი, ამჟამად 300 მილიონ ევროდ შეფასებული, ქონება დღემდე დედის და სამი შვილისთვის ჰქონდა ნაანდერძევი. დღეიდან კი მათ რიცხვს საცოლე ჯორჯინა როდრიგესი და ჯორჯინასთან ცხოვრების შედეგად გაჩენილი ქალიშვილი ალანა დაემატა.

რონალდუ და ჯორჯინას ნიშნობა 2018 წლის ნოემბერში შედგა, ადრინდელი ანდერძი კი 2017 წელს იყო შედგენილი. მასში რონალდუს დედასთან ერთად ქონების მემკვიდრეებად უფროსი შვილი, 9 წლის კრიშტიანუ-უმცროსი და 2 წლის ტყუპები, ევა და მატეო იყვნენ დასახელებულები. ეს სამი ბავშვი ორი სუროგატი დედის გაჩენილია და მათ ვინაობა არადროს დასახელებულა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...