კრიპტოვალუტის მაინინგის მოცულობით მსოფლიო რეიტინგის სათავეში აშშ, ყაზახეთი და რუსეთი მოექცნენ

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის სპეციალისტებმა კრიპტოვალუტის მსოფლიო მაინინგში ქვეყნების %-ული წილები გამოთვალეს

ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის შემდეგ კრიპტოვალუტის მოპოვების მოცულობით მსოფლიოში პირველი აშშ გახდა. მის წილად მსოფლიო მაინინგის 35,4% მოდის. მაისში, ჩინეთის მიერ აკრძალვის თანდათანობით ძალაში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, აშშ-ის წილი 21,81%-ს შადგენდა.

მეორე ადგილზე 18,1%-ით ყაზახეთია. მაისში ყაზახეთის წილი 8,8% იყო.

რუსეთი კრიპტოვალუტის მაინინგის მოცულობით მსოფლიოში მესამეა. მის წილად, აგვისტოს მდგომარეობით, 11,23% მოდიოდა, მაისში კი ეს მაჩვენებელი 7,19%-ის ტოლი იყო.

აშშ – 35,40%
ყაზახეთი – 18,10%
რუსეთი – 11,23%
კანადა – 9,55%
ირლანდია* – 4,68%
მალაიზია – 4,59%
გერმანია* – 4,48%
ირანი – 3,11%
შვედეთი – 1,16%
ტაილანდი – 0,99%

საქართველოს წილად აგვისტოს მონაცემებით მოდიოდა კრიპტოვალუტის გლობალური მაინინგის 0,18% . 2019 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 0,32%-ის ტოლი იყო, 2020 წლის აგვისტოში 0,18%, ხოლო 2021 წლის მაისში კი 0,12.

კრიპტოვალუტის მოპოვების ბიზნესის მომგებიანობას ისეთი ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს, როგორიცაა, მაგალითად, ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვის დონე, ელექტროენერგიის ღირებულება, ინტერნეტის სიჩქარე, კლიმატური პირობები და სხვა.

*კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათთვის არაფერია ცნობილი ირლანდიასა და გერმანიაში კრიპტოვალუტის მომპოვებელი მსხვილი ფერმების შესახებ და შესაძლოა, მათი წილები ხელოვნურად იყოს გაზრდილი გარკვეულ მომპოვებელთა მიერ აიპი მისამართად ამ ქვეყნების მითითების გამო.

კომენტარები
იტვირთება...