კრიპტოვალუტა Mindol-ი, 1,5 თვის განმავლობაში 1900%-ით გაძვირდა

11 დეკემბერს, ტოკენ Mindol-ის კურსის საშუალო მაჩვენებელმა 4,5 აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რის შემდეგაც მკვეთრად დაეცა.

ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტა 3,23 აშშ დოლარი ღირს, გასული დღეების განმავლობაში კი იგი 42%-ით გაძვირდა, ხოლო 1,5 თვის განმავლობაში – 1900%-ით. ოქტომბრის ბოლოს, ალტკოინის ღირებულება 0,16 აშშ დოლარს არ აჭარბებდა.

კრიპტოვალუტის კურსმა მკვეთრი ზრდა ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. ამ მომენტისათვის, აქტივიტ ვაჭრობის მოცულობა 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, იგი რამდენიმე არც ისე დიდ სავაჭრო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

ალტკოინის კაპიტალიზაციამ 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ამიტომ, იგი უმსხვილესი ციფრული ფულადი აქტივების რეიტინგში რიგით 22-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად