კრიმინალისტებმა ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზები დაასახელეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომუშავე კრიმინალისტებს მიაჩნიათ, რომ მომხდარის მიზეზი ელექტროგაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემაა. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. მათი თქმით, კერა შპილის ფუძესთან მდებარეობდა.

ამასთან, სპეციალისტებს არ დაუკონკრეტებიათ, ხანძრის გაჩენის მიზეზი კონკრეტულად რა ტიპის პრობლემა შეიძლებოდა ყოფილიყო. ისინი სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ, მათ შორის მოკლე ჩართვასა და ფარული გაყვანილობის გაუმართაობას.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს დაიწყო და 12 საათზე მეტხანს გასტანა. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა შპილი, ტაძრის საათი, აგრეთვე დამწვარია თითქმის მთლიანი ჭერი. ხანძრის შედეგად დაშავდა პრო პოლიციელი და ერთი მეხანძრე. მთლიანობაში, მომხდარის ადგილას 400 ადამიანი მუშაობდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამორიცხავს ცეცხლის განზრახ წაკიდების ვერსიას. პროკურატურამ ცეცხლის სპეციალურად წაკიდების კვალი ვერ აღმოაჩინა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ მოაგროვებს რესურსს და ტაძარს სრულად აღადგენს. მისი თქმით, ეს ხუთ წელიწადში მოხერხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...