კრემლში პუტინის ფსიქიკურ დაავადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი USA Today-ს მიერ გამოქვეყნებულ პენტაგონის კვლევის ტექსტს სულელურს უწოდებს. როგორც მან რუსულ მედიასთან აღნიშნა, პუტინის ასპერგერის სინდრომით დაავადება – ყველა საფუძველს არის მოკლებული. 

"ეს არის სისულელე, რომელიც კომენტარსაც კი არ იმსახურებს!",-განაცხადა პესკოვმა.

USA Today-მ პენტაგონის მიერ 2008 წელს შედგენილი ანალიტიკური დასკვნის ტექსტი გუშინ გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ ასპერგერის სინდრომი დაუფიქსირდა.

გავრცელებული ცნობით, ასპერგერის სინდრომი არის განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად