“კრემლის კანტორა”-საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

აქციაზე შეკრებილები რუსულუ ოკუპაციას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შევედრას აპროტესტებენ.

“ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ბოლო მოვლენის ზალკალიანის და სერგეი ლავრობის შეხვედრაზე საუბრისას აღვნიშნავ რომ რუსეთი ყოველთვის იყო ჩვენი მტერი. მას არ სჭრიდება ქვეყნის პირდაპირი ოკუპაცია, ამას ახორციელებს ჩვენი მოღალატე პროროუსი ხელისუფლების მეშვეობით”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.

ცნობისთვის, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად