A1 ბანერი

კრემლი საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირების აღდგენას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირის აღდგენა არ გამორიცხა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მოთხოვნა არსებობს.

“თქვენ მოახდინეთ ბატონი კარასინის ინტერვიუს ციტირება, მე ვერაფერს დავამატებ, რადგან ეს ჩვენი საწყისი პოზიციაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ორმხრივი ურთიერთობების სრულფორმატიანი განვითარება აუცილებელია, ამას სულ ვიმეორებთ და ყველას ვახსენებთ, რომ რუსეთი არ იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი, თუმცა ამის მიუხედავად, ორი ერის კავშირები და ინტერესები იმდენად ძლიერია, რომ დიპლომატიური უთიერთობების არქონის პირობებშიც კი, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები ნელა, მაგრამ ვითარდება.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს ამ ურთიერთობების განვითარების მოთხოვნა, ამიტომ ბატონმა კარასინმა ჩვენი მუდმივი პოზიცია გაიმეორა, რუსეთს არ გაუწყვიტავს ეს კონტაქტები. რაც შეეხება დეტალებს, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,-განაცხადა ზახაროვამ.

“რუსთავი2”-ის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად მზად, მარია ზახაროვამ განაცხადა:

“მე გავიგე თქვენი შეკითხვა და თუ დეტალური განხილვა არ დამიწყია, ეს იმიტომ არა, რომ სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ, ვიცავ სუბორდინაციას. მინისტრის მოადგილემ ამ თემაზე განცხადება გააკეთა და შემიძლია ყურადღება მის შინაარსზე გავამახვილო. მან რუსეთის პოზიცია გამოხატა, მე მისი განცხადების კორექტირებას არ მოვახდენ, დიახ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიცია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...